ანტონიო კონტე „ტოტენჰემიდან“ გაუშვეს

0
57

ანტონიო კონტე ლონდონის „ტოტენჰემისს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. იტალიელმა სპეციალისტს ინგლისი პრემიერლიგაშსი “საუთჰემპტონთან” (3:3) მატჩის შემდეგ თავისი გუნდის ფეხბურთელების, რომელთაც ეგოისტები უწოდა და კლუბის ხელმძღვანელების საჯარო კრიტიკა არ აპატიეს.
„ანტონიო კონტემ კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. მადლობას ვუხდით ანტონიო და მომავალლში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“ – იუწყება ლონდონელთა ოფიციალური ვებგვერდი.
იტალიის ეროვნული ნაკრების, ტურინის „იუვენტუსის“, მილანის „ინტერის“ და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი, „ტოტენჰემს“ 2021 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებდა.
„დეზებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე კრისტიან სტელინი გაწვრთნის, რომელსაც რაიან მეისონი დაეხმარება.
ამჟამად, ლონდონელები 49 ქულით პრემიერლიგაში მე-4 ადგილზე არიან.