“რეალი” 1/4-ფინალში მეცხრამეტედ გავიდა

0
62

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად “ლივერპულთან” 5:2 გამარჯვების შემდეგ, ინგლისელებს საპასუხო დაპირისპირება შინ 1:0 მოუგო და არსებობის ისტორიაში ამ ტურნირის 1/4-ფინალში მეცხრამეტედ გავიდა. მადრიდელები მხოლოდ მიუნხენის “ბაიერნს” ჩამორჩებიან, რომელმაც 1/4-ფინალში 21-ჯერ გააღწია.
განვლილი თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. “რეალმა” მეტოქის კარის ერთადერტხელ 78-ე წუთზე აიღი, როდესაც ქარიმ ბენზემამ ვინისიურ ჟუნიორის პასი გამოიყენა.
ფრანგმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაში ინგლისურ გუნდებს 19 გოლი გაიტანა. ის მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება, რომელმაც ინგლისელები 27-ჯერ დაამწუხრა.
“რეალმა” “ლივერპულს” ბოლო 8 მატჩიდან 7 მოუგო – 17 გოლი გაუტანა და 4 გაუშვა.