ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხევდრაში „მანჩესტერ სიტიმ“ თავის მოედანზე „ლაიფციგი“ 7:0 გაანადგურა. განვლილი შეხვედრა ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ერლინგ ჰოლანდის ბენეფისად იქცა, რომელმაც გერმანელთა კარი 5-ჯერ აიღო.
ის არგენტინელი ლიონელ მესისა და ბრაზილიელი ლუის ადრიანოს შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა. მესი ეს „ბარსელონას“ მაისურით 2012 წელს ლევერკუზენის „ბაიერთან“ მოახერხა, ხოლო ლუის ადრიანომ დონეცკის „შახტარში“ თამაშის დროს 2014 წელს ბელარუსის ბატესთან.
ჰოლანდმა ანგარიში 22-ე წუთზე პენალტიდან გახსნა, შემდეგ ორ წუთში დუბლი შეასრულა, ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე კი ჰეთ-თრიქი მიითვალა. 49-ე წუტზე „ლაიფციგის“ კარი გიუნდოგანმა აიღო, რასაც 53-ე და 57-ე წუთზე ნორვეგიელის კიდევ 2 გოლი მოჰყვა. მატჩში წერტილი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე კევინ დე ბრუინმა დასვა. ჰოლანდს მანამდე პროფესიონალურ კარეირაში პენტა-თრიკი არ შეუსრულებია.
მან მიმდინარე სეზონში „სიტის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 10 გოოლი მიითვალა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. საერთო ჯამში, ნორვეგიელმა ყველა ტურნირში 36-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 39-ჯერ დაამწუხრა, ხოლო „ლაიფციგთან“ დუბლი 78 წამში გაახერხა.
22 წლის 236 დღის ასაკში ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგაში 30 გოლი 25 მატჩში გაიტანა – ადრინდელი რეკორდი ნიდერლანდელ რუუდ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა, რომელმაც მოწინააღმდეგეთა კარი 30-ჯერ 34 თამაშში დალაშქრა. გარდა ამისა, ჰოლანდი ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც 30 ბურთი შეაგდო. სკანდინავიელმა ფრანგი კილიან მბაპეს რეკორდი მოხსნა, რომელმაც იმავე შედეგი 22 წლის და 352 დღის ასაკში აჩვენა.
„სიტი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა. პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროს მანჩესტერელები ტურნირს უფრო ადრეულ სტადიაზე ერთხელ გამოეთიშნენ.
ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლას განაგრძობს მილანის „ინტერი“, რომელმაც პირველ მატჩში სახლში „პორტუს“ 1:0 აჯობა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა – 0:0.
„ინტერი“, რომელსაც სიმონე ინძაგი წვრთნის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში 2011 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

ლაშა თაბაგარი




