ბათუმის „დინამო“ გალიდერდა, „თელავმა“ პირველად მოიგო

0
52

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ბათუმის „დინამომ“ დაძაბულ ბრძოლაში შინ „სამტრედიასთან“ 3 ქულა აიღო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ორჯერ აგებდა, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა სასრუველი შედეგით დაასრულა.
სტუმრები მე-20 წუთზე გიორგი გვიშიანმა დააწინაურა, ხოლო ოთხ წუთში ირაკლი ბიძინაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 49-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ „სამტრედია“ წინ გაიყვანა.
68-ე წუთზე ნიგერიელმა ბენჟამინ ტეიდმა ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონის პასის მერე ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა. 79-ე წუთზე თავად ფლამარიონმა გიორგი ზარიას გადაცემა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბათუმელებმა ვიდრე დღეს თბილისის „დინამო“ ითამაშებს სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ, ხოლო გიორგი შაშიაშვილის „სამტრედია“ ზედიზედ სამი მარცხის მერე 3 ქულით 10 გუნდში ბოლოსწინაა.
კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. ამჯერად, რიონისპირელებმა სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „გაგრას“ 3:1 აჯობა. განვლილი შეხვედრის მე-2 წუთზე სტუმრები წინ ალჟირელმა იდირ ბუტრიფიმ გაიყვანა, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-7 წუთზე ნიკა კაჭარავამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 39-ე წუთზე „ტორპედოს“ მაისურით თავისი პირველი დუბლი მიითვალა. 48-ე წუთზე თავი გიორგი არაბიძემ გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ტორპედო“ 8 ქულით მესამეა, ხოლო გაგა კირკიტაძის თავკაცობით „გაგრას“ ჯერ არ მოუგია და ქულით ბოლოა.
მიმდინარე სეზონში თავისი პირველი თამაში გია ცეცაძის „თელავმა“ მოიგო. კახელები ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურას“ ესტუმრნენ და 2:1 სძლიეს. 22-ე წუთზე ქობულეთელმა მირიან ჯიქიამ ბურთი თავის კარში გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე გიორგი ილურიძემ ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა. 75-ე წუთზე იმედა აშორტიამ „შუქურას“ კარი აიღო და საბოლოო, ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. „თელავი“ 4 ქულით მეექვსეა, უჩა სოსიაშვილის „შუქურას“ 3 ქულა აქვს და მეშვიდეა.
თბილისის „საბურთალომ“ რუსთავში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გორის „დილას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ 5 ქულა დააგროვა და მეხუთეა, ხოლო „დილა“, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია 3 ქულით მეშვიდეა.

კლუბი ±
1. დინამო ბთ დინამო ბთ 4 4 10
2. დინამო თბ დინამო თბ 3 7 9
3. ტორპედო ტორპედო 4 4 8
4. სამგურალი სამგურალი 3 1 6
5. საბურთალო საბურთალო 4 -1 5
6. თელავი თელავი 4 -1 4
7. დილა დილა 4 -1 3
8. შუქურა შუქურა 4 -2 3
9. სამტრედია სამტრედია 4 -6 3
10. გაგრა გაგრა 4 -5 1