„ვალენსიამ“ და მამარდაშვილმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს

0
54

რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით „ვალენსიამ“ მეორე მატჩი მოიგო. ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ღამურებმა“ „ოსასუნას“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით სძლიეს. სანახაოებრივად არცთუ გამორჩეულ და საგოლე მომენტებით მწირ მატჩში, რომ ერთი გოლი გავიდა გასაკვირი არაა. თავი 74-ე წუთზე ნიდერლანდელმა ჯასტინ კლუივერტმა გამოიჩინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ შეუცვლელად ითამაშა და ბოლო სამი მატჩიდან გოლი მეორედ არ გაუშვა. „ვალენსიამ“ თავი 26 ქულა მოუყარა და 20-გუნდიან სატურნირ ცხრილში მე-16 ადგილზეა.