ტაბატაძემ „ნეფთჩის“ ჩემპიონთან მოაგებინა

0
28

თომა ტაბატაძემ უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მეორე ტურში ფერღანის „ნეფთჩიმ“, რომელსაც ქართველი თავდამსხმელი ზამთარში შეუერთდა მოქმედი ჩემპიონი ტაშკენტის „ფახთაქორი“ მიიღო და 2:1 აჯობა. ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, პენალტი ზუსტად შეასრულა. ის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს. ტაშკენტელებმა ერთადერთი გოლი დამატებულ მე-9 წუთზე გაქვითეს.
31 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონი ყაზახეთის „აკჟაიკში“ გაატარა, სადაც ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ყაზახეთის თასზე 9 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. მისი გუნდი თასის ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა.