
ხვიჩა კვარაცხელია თებერვლის თვეში იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახე სერია A-ს ოფიციალური გვერდი იუწყება. 22 წლის ქართველმა serieapotm.easports.com-ის ტრადიციულ გამოკითხვაში კვარაცხელიამ გულშემატკივრების ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გასულ თვეში “ნაპოლის” შემადგენლობაში იტალისი ჩემპიონატში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
მან რუსე ალექსეი მირანჩუკს (“ტორინო”), ნიგერიელ ვიქტორ ოსიმენს (“ნაპოლი”), არგენტინელ ანხელ დი მარიას (“იუვენტუსი”) და იტალიელ ფედერიკო ბაშიროტოს (“ლეჩე”) აჯობა.
კვარაცხელია, რომელიც “ნაპოლიში” სადებიუტო სეზონს ატარებს იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ აღიარეს. პირველად ეს საპატიო ტიტული მან შარშან აგვისტოში მიიღო. ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.
კვარაცხელია კუთვნილ პრიზს შაბათს 11 მარტს დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე “ნაპოლი” – “ატალანტას” მატჩის დაწყებამდე მიიღებს.
„კვარაცხელია პირველი მოთამაშეა, რომელიც EA Sports-ის ვერსიით თვის საუკეთესო მოთამაშედ სეზონში ორჯერ დაასახელეს. თვიდან თვემდე ქართველი გარემარბი ჩვენს ჩემპიონატში თავის გავლენას საგოლე დარტყმებისა და გადაცემების წყალობით ამტკიცებს.
სპალეტის გარემარბმა უკვე 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემით ლიდერია. მეტოქისთვის ერთი-ერთზე გვერდის ავლის უნარმა, ინდივიდუალიზმმა, გაბედულებამ და გამომგონებლობამ ის „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ აქცია. კვარაცხელია უკვე ახლაა სერია A-ს და საერთაშორისო ფეხბურთის ამჟამინდელი და მომავლის ვარსკვლავი“ – გაანცხადა Lega Serie A-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
ხუთეული Stats Perform-ს გაფართოებული ანალიზის საფუძველზე შეირჩა, რომელიც შექმნილია მონაცემების საფუძველზე რაც Hawk-Eye-ის სისტემის დახმარებითაა ჩაწერილი. რეიტინგული სისტემა, რომელიც K-Sport-მა 2010 წელს დააპატენტა და მეცნიერულად დადასტურებულია, არა მხოლოდ სტატისტიკურ და ტექნიკურ მონაცემებს ითვალისწინებს, არამედ, პოზიციურ მონაცემებსაც. ეს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზებას იძლევა, როგორიც უბურთოდ მოძრაობა და შესაბამისად ოპტიმალური მოძრაობაა, პოზიციის შერჩევა, გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში წვლილის შეტანა, რაც შედეგის ობიექტურად და ხარისხიანად შეფასების საშუალებას იძლევა.
თებერვლის თვეში მონაცემების საბოლოო დათვლისსთვის სერია A-ს 21-ე და 24-ე ტურები გაითვალისწინეს.
ლაშა თაბაგარი




