ბითაძის ნაკლებად შედეგიანი თამაში “იუტასთან”

0
15

“ინდიანადან” “ორლანდოში” გადასულ გოგა ბითაძეს სათამაშო დრო საკმარისად აქვს. ბოლო 2 მატჩში გოგა, 42 წუთი ითამაშა, რაც საკმაოდ ბევრია “ინდიანასთან” შედარებით. ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში მორიგი მატჩი “ორლანდომ” შინ “იუტა ჯაზთან” გამართა და 124:131 დამარცხდა.
ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში, 2 დაცვაში), 2 პასი და 2 დაფარება ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 4 ცდიდან მხოლოდ 1 გამოიყენა.
ამრიგად, „ორლანდო“ 27 მოგებითა და 40 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 12 მარტს, „მაიამი ჰიტთან“ ჩაატარებს.