სოსიაშვილის პირველი გამარჯვება „შუქურას“ თავკაცის რანგში

0
53

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე სათამაშო დღემ სტარტი ზესტაფონში აიღო, სადაც გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა წყალტუბოს „სამგურალმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად მიიჩნეოდა, უქულოდ დარჩა.
ზესტაფონში მოსული წვიმის გამო, განვლილი დაპირისპირება ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფ მინდვრის საფარზე წარიმართა, რომელზეც ფეხბურთის თამაში ურთულესია.
მატჩის მე-8 წუთზე ირაკლი ლექვთაძე მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ომარ პატარკაციშვილს გაცდა, რომელმაც მეტოქე წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი ვარდიძემ სტუმართა მცველს წითელი ბარათი აჩვენა.
24-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლექვთაძის ჩაწოდების შემდეგ, დავით მაისაშვილმა თავით ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ლევან ქურდაძემ ერთი შეხებით „ცაციათი“ ზუსტად დაარტყა – 0:1.
37-ე წუთზე ლექვთაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდები მოედანზე 10-10 ფეხბურთელის შემადგენლობით დარჩნენ.
51-ე წუთზე ცოტნა ფაცაციამ „სამაგურალის“ ნახევარზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს კარისკენ გაგზავნა ბურთი, რომელსაც გზად არავინ შეხებია და კარში ისე აღმოჩნდა – 0:2. ფაცაციამ მიმდინარე სეზონში ორ მატჩში ორი გოლი მიითვალა.
„სამგურალმა“ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ერთი ბურთი გაქვითა – მაისაშვილის ძალიან კარგი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლადო ჩიხრაძემ გაიტანა.
უჩა სოსიაშვილმა „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის რანგში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი სამი ქულა მიითვალა.