საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრიოპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას ბათუმში გამართავს. მომავალ მატჩზე დასასწრები 20000 ბილეთი უკვე გაიყიდა, რის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
28 მარტი | საქართველო – ნორვეგია | 20:00
ბილეთის ფასი: 10, 25, 50 ლარი
VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიასთან დაპირისპირებამდე ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდი ამხანაგურ თამაშს მონღოლეთთან ჩაატარებს. საქართველო პირველი ევროპული ნაკრებია, რომელიც მონღოლებს დაუპირისპირდება.
25 მარტი | საქართველო – მონღოლეთი | 18:00
ბილეთის ფასი: 10, 20, 30 ლარი
VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).




