საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ჩრდ. მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. 90-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში გამათანაბრებელი გოლი რეზი დანელიამ გაიტანა, რომლის დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია, მაგრამ ბურთი კარში მაინც გადაგზავნა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ბეშსირიმ და სალიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღეს, როს გამო გააძევეს. გარდა ამისა, პირდაპირ წითელი ბარათი რადევსკიმ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის 16-წლამდე ნაკრებთა პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, შემოდგომაზე, საკვალიფიკაციო რაუნდში – დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
- შემადგენლობა და მატჩის ოქმი – საქართველო 1:1 ჩრდ. მაკედონია




