ბათუმის „დინამომ“ ჩერნოგორიელი ცენტრალური მცველი საშა ბალიჩი დაიმატა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბალიჩმა კარიერას ხორვატიის ზაგრეშიცეს „ინგტერში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ უკრაინის „კრივბასში“, ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, რუმინეთის „ტარგუ მურეშში“ და „კლუჟში“, ბოსნიის „სარაევოში“, ხოლო ბოლო 5 სეზონი ლუბინის „ზაგლებიეში“ გამოდიოდა.
მან ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდში 14 შეხვედრა ჩაატარა.




