აზერბაიჯანში „ქართული“ დერბი ფრედ დასრულდა – გუგეშაშვილი ფანებს დაუპირისპირდა

0
24

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 24-ე ტურში „ქართული“ დერბი ფრედ დასრულდა. აგდამის „ყარაბაღმა“, რომლის კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავს შინ ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდა, სადაც საბა კვერკველია და ვატო არველაძე ირიცხებიან.
შეხვედრა 1:1 დასრულდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსმეკარე გუგეშაშვილმა სრულად ითამაშა, ისევე როგორც ეროვნული გუნდის მცველმა კვერკველიამ „ნეფთჩიში“. არველაძე განაცხადში იყო, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს.
„ნეფთჩიმ“ 33-ე წუთზე ანგარიში ლებონმა გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე ჰაქვერდიმ ავტოგოლი მიითვალა.
შეხვედრის მსვლელობისას გუგეშაშვილი „ნეფთჩის“ ფანებს დაუპირისპირდა, რომლებიც მას შეურაცხყოფას აყენებდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ „ყარაბაღის“ მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა განაცხადა, რომ ქართველ მეკარეს მკაცრად ესაუბრა.