ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 13 გოლი გაიტანა. მან ეს 1958 წელს შვედეთში გამართულ მუნდიალზე მოახერხა. ფონტენმა თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში გამართილ 21 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 30-ჯერ აიღო.
კარიერის განმავლობაში ფონტენი მაროკოს „კასაბლანკაში“, საფრანგეთის „ნიცაში“ და „რეიმსში“ გამოდიოდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 152 მატჩში 145 გოლი გაიტანა.
მან „ნიცას“ შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ თასს დაეუფლა.
ფონტენმა „რეიმსის“ რიგებში საფრანგეთის პირველობის ოქროს მედალს და თასს თითოჯერ დაეუფლა.
ფონტენი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს, რაც საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა.





