“სამგურალმა” უხვგოლიან თრილერში მოიგო

0
26

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე სეზონის მეორე სათამაშო დღე ძალიან საინტერესოდ დაიწყო. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი “სამგურალი” თბილისის ზღვაზე მდებარე ილია კოკაიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში “გაგრას” ეწვია და უხვგოლიან თრილერში 3 ქულა აიღო.
მატჩის 27-ე წუთზე ანგარიში წყალტუბოელთა ახალწვეულმა ნიკა ხორხელმა გახსნა, რომელმაც ოთხ წუთში ბურთის მიწაზე დაუშვებლად ეფექტური დარტყმით დუბლი შეასრულა. 36-ე წუთზე გიორგი ლომთაძემ ერთი ბურთი გაქვითა და პირველი ტაიმი ასე დასრულდა.
მე-60 წუთზე ზურაბ მუსელიანმა ულამაზესო “მაკრატელათი” ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 78-ეზე გიორგი ლომთაძემ მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, გაგა კირკიტაძის შეგირდებმა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს – 82-ე წუთზე “სამგურალიდან” გოლი ერთი შეხებით ჰაერიდან ლამაზი  სერგო კუხიანიძემ გაიტანა, სამ წუთში კი გიორგი ნიქაბაძემ პენალტი გამოიყენა და თავის გუნდს გაამარჯვებინა.
ლაშა თაბაგარი