„სამტრედიამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. საქართველოს ჩემპიონატის 35-ე ტურის პირველი შეხვედრა სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ადგილობრივმა „სამტრედიამ“ „თელავი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ზვიად ნაჭყებიამ ბურთი მეტოქის საჯარიმოს მარცხენა კუთხეში მიიღო და მას მერე რაც 3 მცველს გაცდა, მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0, გარდა იმისა, რომ ნაჭყებიამ სეზონის პირველი გოლი გაიტანა, 23 წლის მცველმა კარიერიაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავი პირველად გამოიჩინა. ის „სამტრედიას“ წელს ზამთარში დაემატა, ხოლო მანამდე 6 სეზონი თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ გამოდიოდა.
დარჩენილ დროში გია ცეცაძის შეგირდებმა მასპინძლებს გოლით ვერ უპასუხეს და სამტრედიელებმა ამ სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს.
აქვე გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა “სამტრედიამ” დაბრუნების მერე შინ პირველი მატჩი ჩაატარა. სტადიონზე ანშლაგი ნამდვილად არ იყო და ფეხბურთელებს გარჯა ნახევრად ცარიელი ტრიბუნების წინ მოუწიათ.




