„სამტრედიას“ ნიგერიელი ნახევარმცველი შეუერთდა

0
45

„სამტრედიამ“ ნიგერიელი ნახევარმცველი მატეო ოლატუნჯი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
24 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში სამშობლოში „შუთინგ სტარსში“ გამოდიოდა, მანამდე, ის „ენუიმბას“ ღირსებას იცავდა, რომელთა ერთად ნიგერიის ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „სამტრედია“, რომელსაც გიორგი შაშიაშვილი წვრთნის, ხალი სეზონის პირველ შეხვედრას დღეს შინ ეროოსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „თელავთან“ ჩაატარებს.