მარსელო „ფლუმინენსეში“ დაბრუნდა

0
27

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი მარცხენა მცველი კარეირას სამშიბლოში გააგრძელებს.
34 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი რიო დე ჟანეიროს „ფლუმინენსესთან“ გააფორმა, რომლის აღზრდილიცაა.
მარსელომ გასული წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ საბერძენთის „ოლიმპიაკოსს“ მიაშურა, რომლის შემადგენლობაში 10-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. თუმცა, მან მიმდინარე წლის თებერვალში პირეოსელებთან კონტრაქტი გაწყვიტა და ბრაზილიაში დაბრუნდა.
მარსელომ რეალთან“ ერთად 25 ტიტული მოიპოვა და ლეგენდარული ფრანსისკო ჰენტოს მიღწევა გააუმჯობესა. ამ მაჩვენებლით მას ცოტა ხნის წინ ქარიმ ბენზემა გაუთანაბრდა.
მარსელომ ესპანეთის ლა ლიგა 6-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო.