მამარდაშვილმა ისევ მაღალ დონეზე ითამაშა, “ვალენსიას” მორიგი მარცხი

0
15

“ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რუბენ ბარახას დებიუტი უიღბლო აღმოჩნდა. ესპანეთის ლა ლიგის 22-ე წუთზე “ღამურები” სტუმრად “ხეტაფეს” შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით წააგეს.
ტაიმის შუაწელში ერთი წუთი მონაკვეთში სამუელ ლინოს ანგარიშის გახსნა ორჯერ შეეძლო, მაგრამ ორივე შემთხვევაში მასპინძლების მეკარე დავიდ სორიამ მაღალ დონეზე ითამაშა – ჯერ ბრაზილიელს ახლო მანძილიდან არ გაატანინა, ხოლო შემდეგ მისგან მაღალ კუთხეში წასული ბურთი მოიგერია.
ტაიმის მიწურულს მუნირმა ნახტომში თავით დაარტყა და მამარდაშვილმა ნახტომში “ვალენსია” გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ჯერ დუარტეს თავური მოიგერია, რის მერე უკვე ბორხა მაიორის თავით დარტყმული დაბლოკა.
მამარდაშვილის ძალიან კარგი თამაშის მიუხედავად “ხეტაფემ” შეხვედრის 82-ე წუთზე მაინც გაიტანა, როდესაც სტუმართა დაცვამ ამ სეზონში უკვე მერამდენედ უხეში შეცდომა დაუშვა და ბორხა მაიორალმა თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
“ვალენსიამ” ლა ლიგაში ზედიზედ 5 თამაში წააგო და 20 ქულით ბოლოსწინა მე-19 ადგილზეა.
ცნობისთვის “ღამურები” ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე ცუდ სეზონს ატარებენ.