ცინცაძე „ჟეტისუს“ რიგებში ჩაირიცხა

0
56

მათე ცინცაძე კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბ „ჟეტისუში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ტალდიკორგანის საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.
28 წლის ნახევარმცველმა ბოლო 2 სეზონი ქუთაისის „ტორპედოში“ გაატარა, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 43 მატჩი ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა.
გარდა ამისა, ის კარიერის განმავლობაში თბილისის „ლოკომოტივში“, „დინამოში“, პოლონეთის შჩეცინის „პოგონში“, „რუსთავში“, ლატვიის „იელგავაში“, ბათუმის „დინამოში“ და ალბანეთის „კუკესიში“ თამაშობდა.