პორტუგალიის ჩემპიონატი – აბურჯანიას გამარჯვება, მაკარიძის მარცხი

0
52

„ჟილ ვისენტემ“, სადაც გიორგი აბურჯანია გამოდის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-20 ტურში ერთ-ერთი კონკურენტი „ფამალიკაო“ სტუმრად 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრებიდან გამარჯვების გოლი 51-ე წუთზე მურილიომ გაიტანა. „ჟილ ვისენტეს“ 22 ქულა აქვს და 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
„ჟილ ვისენტესგან“ განსხვავებით დამარცხდა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „მარიტიმუ“, რომლის კარს გიორგი მაკარიძე იცავს. ფუნშალელებმა „ბრაგას  უმასპინძლეს და მეტოქის მიერ გატანილ ორ ბურთს, მხოლოდ ერთით უპასუხეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის გოლკიპერმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. მასპინზლებიდან 38-ე წუთზე ანგარიში რიასკოსმა გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე საპასუხო ბურთი ბანზამ გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე „მარიტიმუს“ კარი უროშ რაშიჩმა აიღო. „მარიტიმუ“ 13 ქულით ბოლოსწინაა.