„ტორპედომ“ დანიელებთან ფრე ითამაშა და ნიგერიელები გასინჯა

0
29

თურქეთში შეკრებაზე მყიფმა ქუთაისის „ტორპედომ“ მე-6 მხანაგური შეხვედრა დანიის რანგით მეორე ლიგის „ნესტვედთან“ ჩაატარა და ისევ ვერ მოიგო – 2:2.
დანიელები პენალტის გატანის შემდეგ დაწინაურდნენ. ამას ქუთაისელთა პარაგვაელი ფორვარდის მაურო კაბალიეროს ორი გოლი მოჰყვა. თუმცა, „ნესტვედმა“ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო და საბოლოოდ მეტოქეები დაზავდნენ.
კახა ჩხეტიანმა სკანდინავილებთან გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
ლაბაძე, ქიმაძე, მონტეირო, ელბაქიძე, გეგეჭკორი, ტოლი, კაიკე, ნეტო, შულაია, სანდი, კაბალიერო.
ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, „ნესტვედთან“ სპარინგში ჩხეტიანმა ორი ნიგერიელი ფეხბურთელი ფელი სანდი და ოლატუნჯი მატიუ გასინჯა.