დანი ალვეში დააპატიმრეს

0
98

ბრაზილიის ნაკრების, “ბაიას”, “სევილიას”, “ბარსელონას”,  “იუვენტუსის”, პსჟ-ს, “სან პაულუს” ყოფილ ფეხბურთელს, 40 წლის დანი ალვეშს ესპანეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გირაოს გადახდის უფლების გარეშე. ამის შესახებ Reuters იუწყება. ალვეში ბარსელონის ერთ-ერთ კლუბში ქალზე სექსუალურ ზეწოლაშია ეჭვმიტანილი.
39 წლის ალვეში, რომელიც ბრალს უარყოფს, ბარსელონის მახლობლად მდებარე ციხეში მოათავსეს.
თავის მხრივ, მექსიკურმა კლუბმა “პუმას უნამმა” დანი ალვეშთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ განაცხადა, რადგანაც მისი საქციელი კლუბის სულისკვეთებას და ფასეულობებს ეწინააღმდეგება.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დანი ალვეშს უამრავი ტიტული მოუგია, მათ შორის ოლიმპიური თამაშები, აგრეთვე კოპა ამერიკა და კონფედერაციათა თასი.