ლონდონის „არსენალმა“ „ბრაიტონიდან“ გარმარბი ლეანდრო ტროსარდი შეიძინა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, „მეთოფეებმა“ ბელგიელ ფეხბურთელში 21 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს და „ბრაიტონმა“ შესაძლოა კიდევ 4-5 მილიონი ბონუსის სახით მიიღოს.
28 წლის ტროსარდმა „არსენალთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ის ბელგიის „გენკის“ აღზრდილია და „ბრაიტონში“ 2019 წელს გადავიდა. ტროსარდმა ინგლისური გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 122 მატჩში 25 გოლი გაიტანა.
მას ბელგიის ნაკრებში 2020 წლიდან იწვევენ და 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.





