სპალეტი: „კვარაცხელია „სალერნიტანასთან“ არ იქნება“

0
46

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს პირველი წრის ბოლო მატჩს „სალერნიტანასთან“ გამოტოვებს.
ამის შესახებ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კვარაცხელია ჩვენთან ერთად არ მოდის. ის სახლში რჩება, თუმცა ტემპერატურა აღარ აქვს“ – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში მეოთხე შეხვედრას გამოტოვებს. მანამდე, მან ზურგის ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატამდე სამი შეხვედრა გააცდინა.