ვიქტორ ოსიმჰენი: „კვარა“ წარმოუდგენლად მაგარია“

0
37

„ნაპოლის“ თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმჰენის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია წარმოუდგენლად მაგარი ფეხბურთელია.
„კვარა“ წარმოუდგენლად მაგარია. ის ძალიან ნიჭიერია. თუმცა, მე აქ ბევრ ტექნიკურ ფეხბურთელტან ერთად ვითამაშე, ისეთები როგორიც ინსინიე და მერტენსი არიან. „კვარა“ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და იმ კომპლიმენტებს რასაც იღებს იმსახურებს. თუმცა, მეიმედება, რომ მისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთად კარგად ვმუშაობთ“ – იუწყება ნიგერიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ნათქვამს იტალიური მედია.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და იტალიელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკვშირებს. მან მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი გამოიმუშავა.