დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბერლინის „უნიონიდან“ მცველი რიუერსონი შეიძინა. ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ის ახალ კლუბში 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
დორტმუნდელებმა რიუერსონი ბელგიელი ტომა მუნიეს შემცვლელად შეიძინეს, რომელიც ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება.
ნორვეგიელი „უნიონში“ 2018 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 108 მატჩში 3 გოლი გაიტანა.




