მაქაცარია „გაგრადან“ წავიდა

0
41

თამაზ მაქაცარიამ „გაგრა“ დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 27 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონ  გორის “დილაში” დაიწყო, სადაც ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან ზაფხულში გორული კლუბი დატოვა და კარიერის გაგრძელებას უზბეკურ ფერღანის “ნეფთჩიში” გეგმავდა, რომელთან წინასწარ 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა და სეზონი „გაგრაში“ დაასრულა, რომელსაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებასი დაეხმარა – 15 მატჩში 3 გოლი.
ის „გაგრაში“ 2020 და 2021 წლების სეზონშიც გამოდიოდა. მაქაცარიამ 2021 წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და მარტვილის “მერანის” მალელ ფორვარდ შეიკნე სილასთან ერთად ბომბარდირი გახდა.