გორის „დილას“ აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი ანრი ჭიჭინაძე კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს. მან ერთწლიანი კონტრაქტი „ტურონთან“ გააფორმა, რომელიც სუპერლიგაში შარშან აღზევდა.
25 წლის ჭიჭინაძემ კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო, სადაც 5 სეზონი გაატარა. ამის შემდეგ მან ერთი სეზონი თბილისის „საბურთალოში“ დაჰყო, ხოლო უზბეკეთში გადასვლამდე 2 წელი „დილაში“ გაატარა.
ლაშა თაბაგარი




