ბათუმის „დინამოში“ სერბი მცველი ჩაირიცხა

0
21

ბათუმის „დინამომ“ სერბი მცველი ნემანია ლუბისავლიევიჩი დაიმატა. 26 წლის სერბმა ფეხბურთელმა შავიზღვისპირელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლუბისავლიევიჩი ბათუმურ კლუბში გადასვლამდე ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ლიეტუვურ ვილნისიუსის „ჟალგირისში“ გამოდიოდა.
სერბი კარიერას ვრანიეს „დინამოში“ იწყებდა, რის შემდეგ ნიშის „რადნიჩკისს“ მიაშურა. ლიეტუვაში კარიერის გაგრძელებამდე მან სამი სეზონი ხორვატიის გორიცაში გაატარა.
აქვე გეტყვით, რომ მომავალი სეზონიდან ბათუმის „დინამოს“ გენერალური სპონსორი კომპანია „კროკობეთი“ იქნება.