მესის პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ

0
28
Sport Parc des princes (Paris XVIe), le 11 janvier 2023 Psg - Angers, 18e journée de ligue 1 Photo LP / Fred Dugit

ლიონელ მესიმ კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც არგენტინის ნაკრების კაპიტნის რანგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, პირველი გოლი გაიტანა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში პსჟ-მ „ანჟერი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში ეტიკიტემ გახსნა, ხოლო მესიმ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა 72-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო.
მან პსჟ-სა და არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 9 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
2005 წლიდან მოყოლებული მხოლოდ მესის და ესპანელ დავიდ სილვას გააქვთ გოლები ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში.
კრისტოფ გალტიეს ხელმძღვანელობით პსჟ-მ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 21 თამაში მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. პარიზელებს 47 ქულა აქვთ და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან.