კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შარშან დაბრუნებულ „სამტრედიას“ თავდამსხმელი რევაზ ინჯგია დაემატა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
22 წლი გარემარბი 2021 წლიდან კვიპროსის „აპოლონში“ ირიცხებოდა, რომლის შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მან ლიმასოლელებთან ერთად კვიპროსის ჩემპიონატი და თასი მოიგო. მიმდინარე სეზონის წინ ინჯგია „დოქსაში“ გაანათხოვრეს, სადაც ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია.
მომავალ სეზონში „სამტრედიაში“ აღარ ითამაშებენ – გიორგი ილურიძე, ზურაბ ღირდალაძე, მელქისედეკ ცვალე, გიორგი კურმაშვილი და გიორგი ჯალაღონია. კლუბი ხელმძღვანელებმა მათთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.





