მიქაუტაძის მე-9 გოლი საფრანგეთში, დავითაშვილის ქულა

0
29
Attitude - Joie de Georges MIKAUTADZE ( 9 - Metz ) - FOOTBALL : Paris FC vs Metz - Ligue 2 - 12/11/2022 © PanoramiC ! only BELGIUM !

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში თავისი მე-8 გოლი გაიტანა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-18 ტურში „მეცი“ სტუმრად „ნიმს“ შეხვდა და 4:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. 89-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 3:1 იგებდნენ, თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. მან ლიგა 2-ში ჩატარებულ 17 შეხვედრაში მეტოქეები უკვე 8-ჯერ დაამწუხრა. მან საფრანგეთის თასზე 3-ჯერ ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა. „მეცს“ 28 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
იმავე ტურში „ბორდო“ სტუმრად „კაენს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ 25-ე წუთისთვის 2:0 იგებდა, მხოლოდ ქულა აიღო – 2:2. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ჟირონდელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთზე „ბორდო“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა. “ბორდო” 32 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ “ლე ავრს” უკვე 7 ქულით ჩამორჩება.