კვერნაძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს

0
28

ბათუმის „დინამოს“ კიდევ ერთი ახალწვეული ნახევარმცველი გიორგი კვერნაძეა. 19 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი „თელავში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
კვერნაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. მან 2021 წელს თბილისელთა შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა.
კვერნაძე 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, რომლის შემადგენლობაში გასულ წელს 4-ჯერ ითამაშა – 3-ჯერ ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო ერთხელ ამხანაგურში.