“სამგურალი” სეზონისთვის მზადებას შეუდგა – ორი შეკრება თურქეთში

0
25
,სამგურალი” დღეს ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის ხელმძღვანელობით წყალტუბოში შეიკრიბა და მომავალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო.
ხვალიდან გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. ,,სამგურალი” წყალტუბოში 15 იანვრამდე მოემზადება. შემდეგ კი თურქეთში (ანთალიაში) გაემგზავრება, სადაც, 17 თებერვლამდე ორ შეკრებას გაივლის.