„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე „კრისტალ პალასიდან“ იჯარით მეკარე ჯერკ ბატლენდი დაიმატა.
მანჩესტერელებმა 29 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მას მარე მიიწვიეს, რაც „ნიუკსლმა“ გოლკიპერი მარტინ დუბრავკა დაიმატა, რომელიც „იუნაიტედში“ განათხოვრებული იყო.
მიმდინარე სეზონში ბატლენდს „კრისტალ პალასში“ ერთხელაც არ უთამაშია. ის ლონდონელთა რიგებში 2020 წლიდან ირიცხება და ყველა ტურნირში მხოლოდ 17-ჯერ ითამაშა.





