ჩისკო ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ესპანელი სპეციალისტი კვიპროსულ გუნდს, სადაც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი ავთო ებრალიძე გამოდიან, 2022 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.
მისი თავკაცობით „ანორთოსისმა“ 13 მატჩი ჩაატარა – 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. ფამაგუსტელებმა ბოლო 5 შეხვედრიდან ერთი ფრედ დაამთავრეს და 4 წააგეს.
ჩისკო „ანორთოსისამდე“ თბილისის „დინამოს“, ინგლისის „უტფორდს“ და ესპანურ „უესკას“ ხელმძღვანელობდა.
მისი გათავისუფლების შემდეგ „ანორთოსისს“ ვესკო მიხაილოვიჩი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე ფამაგუსტელთა აკადემიის ტექნიკური დირექტორი იყო.





