ჩეფერინს უეფას პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩევენ

0
25

ალექსანდრე ჩეფერინს უეფას პრეზიდენტს მესამე ვადით აირჩევენ. საქმე ისაა, რომ სლოვენიელი ფუნქციონერი ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს მომავალ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატია.
უეფას ვებგევრდი იუწყება, რომ განაცხადის შეტანის ვადის ბოლო ვადისთვის თავისი კანდიდატურა მხოლოდ ჩეფერინმა დაარეგისტრირა.
სლოვენიელი უეფას თავკაცად პირველად 2016 წელს რიგგარეშე კონგრესზე აირჩიეს, როდესაც თანამდებობიდან კორუფციაში დადანაშაულებული ფრანგი მიშელ პლატინი ნაადრევად გადააყენეს.
ჩეფერინმა უეფას პრეზიდენტის პოსტი მეორედ 2019 წელს ჩაიბარა, ხოლო მესამედ მას წელს 5 აპრილს ლისაბონში ჩასატარებელ უეფას 47-ე კონგრესზე აირჩევენ.