მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნის მთავარი კანდიდატია, იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.
როგორც ირკვევა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პირველ პირებს ზიდანის „სელესაოს“ სათავეში ხილვა ძალიან სურთ.
50 წლის სპეციალისტი 2021 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ წავიდა და მას მერე უმუშევარია.





