ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გაწვრთნის სამი კანდიდატი ცნობილია.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია არჩევანს სამ არგენტინელ სპეციალისტს – მაურისიო პოჩეტინოს, მარსელო ბიელსას და მარსელო გალიარდოს შორის გააკეთებს.
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი თავკაცის გარეშე მას მერე დარჩა, რაც კატარში გამართული მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ხორვატებთან პენალტების სერიაში წაგების შემდეგ, ტიტემ თანამდებობა დატოვა.





