„ატლეტიკო“ თურქეთის ნაკრების მცველს იმატებს

0
17

მადრიდის „ატლეტიკო“ „ლესტერიდან“ მცველ ცაგლარ სენჯიუს იმატებს, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
თურქეთის ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
სენჯიუ მადრიდელებს „ლესტერთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება. თუმცა, „ატლეტიკო“ მზადაა თურქი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოისყიდოს თუ ინგლისური კლუბი თანახმა იქნება.
სენჯიუ „ლესტერში“ 2018 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 125 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ლესტერელთა მაისურით მხოლოდ 2-ჯერ მოიგო.