„ჩელსი“ „მიოლდეს“ 19 წლის ფორვარდის ტრანსფერზე შეუთანხმდა

0
18

ლონდონის „ჩელსი“ ნორვეგიის „მიოლდეს“ თავდამსხმელ დავი დატრო ფოფანას ტრანსფერზე შეუთანხმდა, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
19 წლის ფეხბურთელი ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩაფრინდება და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. მის სანაცვლოდ „მიოლდე“ 12 მილიონ ევროს მიიღებს.
მიმდინარე სეზონში ფოფანა „მიოლდეს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.