ფიფა/კოკა-კოლას მიერ გამოქვეყნებულ დეკემბრის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ისევ 78-ე ადგილზეა. ფრანგი ვილის სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პოზიცია წლის ბოლო რეიტინგში არ შეცვლილა.
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რაც შეეხებათ, ესპანეთი მე-10 ადგილზეა, შოტლანდია – 42-ეა, ნორვეგია – 43-ე, ხოლო თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი -110-ე.
რეიტინგის სათავეში ისევ ბრაზილიაა, მეორე ადგილზე მოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ გადაინაცვლა, ხოლო მესამეზე – საფრანგეთია.




