თორნიკე შენგელია ლიდერობას ინარჩუნებს

0
20

შიდა ჩემპიონატში დომინაციას განაგრძობს თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია, რომელმაც სერია A-ს მორიგი მატჩი იტალიის ქალაქ ბრეშაში მოიგო. ბოლონიელებმა 89:77 დაამარცხეს ბრეშა, რაც ქართველი ფორვარდის საკმაო დამსახურებაც გახლავთ. შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25 წუთში თავი 13 ქულას, 5 მოხსნას და 2 პასს მოუყარა.
თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის ვირტუსელთაგან მხოლოდ მოჰამადუ ჟაიტესა (13 ქულა, 9 მოხსნა) და კაილ ვიმსს (14 ქულა) ჩამორჩა.
ბოლონიელები კვლავაც ერთი გამარჯვებით უსწრებენ ოლიმპია მილანოს და როგორც აღვნიშნეთ, სერია A-ს სათავეში რჩებიან, მომდევნო შეხვედრას კი 26 დეკემბერს სტუმრად პეზაროსთან ჩაატარებენ.