„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას უახლოეს პერიოდში გამორიცხავს. ნეაპოლელთა სპორტულმა დირექტორმა კომენტარი ინგლისური გამოცემა The Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის თანახმად 21 წლის ქართველი ფეხბურთელი „ნიუკასლის“ ერთ-ერთ სატრანსფერო პრიორიტეტია და ინგლისელები მზად არიან მის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.
„შანსი არაა, რომ ის გავუშვათ შეთავაზებული თანხის რაოდენობის მიუხედავად“ -განუცხადა ჯუნტოლიმ sport-express.ru-ს.




