ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ეროვნული ნაკრებიდან დაითხოვეს. ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება:
“პორტუგალიის ფეხბურთისს ფედერაცია მადლობას უხდის ფერნანდუ სანტუში და მის სამწვრთნელო შტაბს იმ სამუშაოსთვის რაც 8 უნიკალური წლის განმავლობაში გასწიეს და მიაჩნია, რომ ეს მადლობა პორტუგალიური ხალხისგანაცაა ნათქვამი”.
68 წლის სანტუში ნაკრებს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა და ევრო-2016-ის მოგების გარდა, 2019 წელს ერთა ლიგაშიც გაიმარჯვა.
მისი თაოსნობით პორტუგალიელბმა 109 მატჩი ჩაატარეს – 67 მოიგეს, 23 ფრედ დაასრულეს და 19-ჯერ დამარცხდნენ.





