ხულიან ალვარესი: „ტრიუმფისკენ მივისწრაფით“

0
54

ხულიან ალვარესს, რომელმაც კატარის მუნდიალის ნახევარფინალში ხორვატებთან მატჩში დუბლი შეასრულა, მიაჩნია, რომ არგენტინა ფინალში გასვლას იმსახურებდა. მან ამის შესახებ ბალკანელებთან 3:0 მოგებული დაპირისპირების მერე განაცხადა.
„ახლა ბევრი ემოცია და ფიქრი მაქვს. ჩვენ ყველა გიჟებივით ვართ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე დაუჯერებელი რამ ხდება. ჩვენ ფინალში გავედით, რაც თავიდანვე გვინდოდა.
მე ბურთიანად გავიქეცი და მივხვდი, რომ ჩემი პარტნიორები გასწვრივ მორბიან. ბურთი რიკოშეტის შემდეგ მაინც მე დამრჩა და საბედნიეროდ გავიტანე. ამ გოლმა სულიერი სიმშვიდე მოგგვარა.
ჩვენ ფინალში ყოფნა დავიმსახურეთ. ბედნიერები ვართ, ისევე როგორც მთელი ქვეყანა. თუმცა, უფრო მეტისკენ ვისწრაფით“ – იუწყება ალვარესის სიტყვებს არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ტვიტერის გვერდი.