ლუკა მოდრიჩი: „მსაჯმა არარსებული პენალტი დადო“

0
39

ლუკა მოდრიჩს მიაჩნია, რომ იტალიელი მსაჯის დანიელე ორსატოს მიერ ხორვატების კარში არასწორად დანიშნული პენალტი არგენტინასთან (0:3) შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„ყველაზე მეტად პირველი გოლი მაღელვებს. ჩემი აზრით პენალტი არ იყო. არბიტრს ჩვენს სასარგბელოდ კუთხური უნდა დაენიშნა, მაგრამ ეს არ გააკეთა, ხოლო შემდეგ არარსებული პენალტი დადო. ამან ჩვენი თამაში „გატეხა“. პენალტამდე კარგად ვთამაშობდით და თამაშს ვაკონტროლებდით. ცოტა შეტევაში სიმწვავე არ გვყოფნიდა, რათა უფრო სახიფათონი ვყოფილიყავით.
არგენტინის გოლამდე პრობლემა არ გვქონია, რადგან მეტოქეს პენალტის დანიშვნამდე ჩვენს კართან სახიფათო სიტუაცია არ შეუქმნია. ეს საწყენია. მალე მეტოქემ მეორე ბურთი გაგვიტანა და ამის შემდეგ თამაში რთულია“ – იუწყება ხორვატების კაპიტნის ნათქვამს გამოცემა Sportske Novosti.