ხორვატიის ეროვნული გუნდის თავკაც ზლატკო დალიჩს მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გასვლა დაუჯერებელ მიღწევად მიაჩნია, მაგრამ ახლა მეტი სურთ.
„ჩვენ ნახევარფინალში გავედით, რაც თავისთავად ხორვატიისთვის დაუჯერებელი მიღწევაა. თუმცა, ახლა უფრო მეტი გვსურს.
არგენტინის ნაკრები საუცხოო გუნდია, რომელსაც წინ ლიონელ მესი მიუძღვის. თუმცა, ახლა ეს გუნდი უფრო დიდი წნეხის ქვეშაა, ვიდრე ხორვატია.
ნატურით ოპტიმისტი ვარ და ჩემი მოთამაშეების მჯერა. მათ მაღალი სათამაშო დონე და ძლიერი ხასიათი გამოავლინეს, რის გარეშე ნახევარფინალში ვერ გავიდოდნენ. ვეცდებით ჩვენი ჩვეული ფეხბურთი ვითამაშოთ და მეტოქის თამაშს არ ავყვეთ“ – იუწყება დალიჩის ნათქვამს Index.hr




