ვინისიუს ჟუნიორმა მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნისთვის ბრაზილიელ ხალხს მოუბოდიშა.
„ვტიროდი მოედანზე, ვტიროდი გასახდელში, ვტიროდი მარტო თვითმფრინავში, ვტიროდი როდესაც სახლში მივედი და ყოველთვის ვიტირებ როდესაც ვიფიქრებ იმაზე როგორ ახლოს ვიყავით…ჩემს ცხოვრებაში უდავოდ ყველაზე ცუდი დღეა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.
ეს ტექსტი რამდენჯერმე დავწერე და წავშალე. სიტყვებით იმედგაცრუებას ვერ აღვწერ, მაგრამ ცრემლები რჩება. ღიმილი გაქრა. მის დასაბრუნებლად დრო მჭირდება.
თუმცა, მე ფეხბურთი მიყვარს და ეს ახალ შესაძლებლობას მომცემს, რომ ბრაზილია იქ დავაბრუნო სადაც მისი ადგილია – მწვერვალზე. ღმერთის გეგმები ჩვენსაზე უფრო მასშტაბურია. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ბრაზილია ათასი ბოდიში. ჩვენ მნიშვნელოვან მომენტში ჩავვარდით და დაგაღალატეთ. ბოდიში..
მადლობა თქვენ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ბიჭებო უბრალოდ საუკეთესოები იყავით. დაიმახსოვრეთ, ბრაზილია მსოფლიოს 2026 წელს დაიპყრობს!“ – დაწერა ვინისიუსმა თავის ინსტაგრამზე.





